ფსალმუნი - 81
Previous1ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს.
2ვიდრემდის შჯიდეთ სიცრუესა და თუალთა აღებდეთ ცოდვილთა?
3უსაჯეთ ობოლსა და გლახაკსა, და მდაბალი და დავრდომილი განამართლეთ;
4განარინეთ გლახაკი და დავრდომილი და ჴელთაგან ცოდვილისათა იჴსენით იგი.
5არა ცნეს, არცა გულისჴმა-ყვეს და ბნელსა შინა ვლენან; შეიძრნედ ყოველნი საფუძველნი ქუეყანისანი.
6მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი;
7ხოლო თქუენ, ვითარცა კაცნი, მოსწყდებით და, ვითარცა ერთი მთავართაგანი, დაეცემით.
8აღდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანა, რამეთუ შენ დაიმკჳდრო ყოველთა შორის წარმართთა.
Next