Eleos

Contents

ფსალმუნი - 74

Previous
1დასასრულსა, ნუ განხრწნი გალობათჳს, ასაფისი
2აღგიაროთ შენ, ღმერთსა, აღგიაროთ შენ და ვხადოთ სახელსა შენსა; მიუთხრობდე ყოველთა საკჳრველებათა შენთა;
3რაჟამს მოვიღო ჟამი მე სიწრფოებასა ვშჯიდე.
4განკფდა ქუეყანა და ყოველნი მკჳდრნი მისნი, მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი.
5ვარქუ უსჯულოთა: ნუ უსჯულოებთ, და მცოდველთა: ნუ აღიმაღლებთ რქასა;
6ნუ აღიღებთ მაღლად რქასა თქუენსა და ნუცა იტყჳთ ღმრთისათჳს სიცრუესა.
7რამეთუ არცა აღმოსავალით, არცა დასავალით, არცა უდაბნოთაგან მთათასა,
8რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს: ესე დაამდაბლის და ესე აღამაღლის.
9რამეთუ სასუმელი ჴელთა შინა უფლისათა ღჳნისა ურწყოსა სავსე არს სხმულითა; და მიდრკა ამიერ მუნ, ხოლო თხლე მისი არა წარმოიცალიერა; სუან იგი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა.
10ხოლო მე ვიხარებდე უკუნისამდე და უგალობდე ღმერთსა იაკობისსა.
11და ყოველნი რქანი ცოდვილთანი შევმუსრნე, და ამაღლდეს რქაჲ მართლისა.
Next