Eleos

Contents

ფსალმუნი - 148

Previous
1აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
2აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი;
3აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკულავნი და ნათელნი;
4აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი,
5აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს
6და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარჴდეს.
7აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;
8ცეცხლი, სეტყუაჲ, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;
9მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;
10მჴეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;
11მეფენი ქუეყანისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი;
12ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა; იქებდით სახელსა უფლისასა,
13რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოსა;
14და აღსარებაჲ მისი ზეცასა და ქუეყანასა. და აღიმაღლოს რქაჲ ერისა თჳსისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა, ძეთა ისრაჱლისათა, ერი, რომელ მახლობელ არს მისა.
Next