ფსალმუნი - 14
Previous1უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკჳდროს მთასა წმიდასა შენსა?
2რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქმოდის სიმართლესა
3და იტყოდის ჭეშმარიტებასა გულსა შინა თჳსსა; რომელმან არა ზაკვა ენითა თჳსითა და არცა უყო მოყუასსა თჳსსა ბოროტი
4და ყუედრებაჲ მახლობელთა მისთა ზედა არა მოიღო. შეურაცხ არს მის წინაშე უკეთური, ხოლო მოშიშთა უფლისათა ადიდებს; რომელი ეფუცოს მოყუასსა თჳსსა და არა ეცრუოს;
5ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინეგად და ქრთამი უბრალოსა ზედა არა მოიღო; რომელმან ყოს ესე, იგი არა იძრას უკუნისამდე.
Next