Eleos

Contents

ფსალმუნი - 122

Previous
1შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკჳდრებულ ხარ ცათა შინა.
2აჰა, ესერა, ვითარცა თუალნი მონათანი, ჴელთა მიმართ უფალთა მათთასა და ვითარცა თუალნი მჴევალისანი, ჴელთა მიმართ დედოფლისა თჳსისათა, ეგრეთცა თუალნი ჩემნი, უფლისა მიმართ, ღმრთისა ჩუენისა, ვიდრემდის შემიწყალნეს ჩუენ.
3მიწყალენ ჩუენ, უფალო, მიწყალენ ჩუენ, რამეთუ მრავლითა აღვივსენით ჩუენ შეურაცხებითა.
4უფროჲსად აღივსო სული ჩუენი ყუედრებითა მდიდართაჲთა და შეურაცხებითა ამპარტავანთაჲთა.
Next