Eleos

Contents

ფსალმუნი - 119

Previous
1ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, და ისმინა ჩემი.
2უფალო, იჴსენ სული ჩემი ბაგეთაგან ცრუთა და ენისა მზაკუარისაგან.
3რაჲ მოგეცეს შენ, ანუ რაჲ შეგეძინოს შენ ენისათჳს მზაკვარისა?
4ისარნი ძლიერისანი ლესულ არიან ნაკუერცხალთა თანა ოჴრებისათა.
5ვაჲ მე, რამეთუ განმიგრძდა მე მწირობაჲ ჩემი, და დავემკჳდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა.
6მრავალ ჟამ დაიმკჳდრა სულმან ჩემმან მოძულეთა თანა მშჳდობისათა.
7და მე ვიყავ მამშჳდებელ; რაჟამს ვეტყოდე მათ, იგინი მბრძოდეს მე ცუდად.
Next