თავი - 41
Previous1მიუგო იობ და ჰრქუა უფალსა:
რასაღამე ვისაჯები სწავლასა შინა და ვამხილებ უფალსა და მესმნეს ესოდენნი ესე არარასა ამას?
რასაღამე ვისაჯები სწავლასა შინა და ვამხილებ უფალსა და მესმნეს ესოდენნი ესე არარასა ამას?
2და მე რაჲ სიტყუაჲ უპოო ესოდენისა მიმართ, ჴელი დავიდვა პირსა ჩემსა?
3ერთგზის ვიტყოდი და მერმე არღარა შევსძინო.
თავი40
თავი40
4მერმე მიუგო უფალმან იობს და ჰრქუა ღრუბლით გამო:
5ნუ ეგრე, არამედ შეირტყენ, ვითარცა მამაკაცმან წელნი შენი. მე გკითხვიდე და შენ მომიგებდე მე.
6ნუ განაგდებ სასჯელსა ჩემსა, ანუ ჰგონებ, ვითარმცა სხუად რადმე გამოგეცხადე შენ? არამედ, რათა გამოსჩნდე მართლად.
7აწ მკლავი შენი ნუ არსა უფლისა მიერ, ანუ ჴმისა მისებრ ჰქუხდე?
8აღიღე სიმაღლე და ძალი, დიდებაჲ და პატივი შეიმოსე.
9და წარავლინენ ანგელოზნი რისხვისანი, დაშრიტე, მაგინებელნი დაამდაბლენ და ამპარტავანი დაშრიტე.
10დაალპენ უღმრთონი მეყსეულად,
11დაჰფარენ ქუეყანასა მას გარესკნელსა ერთბამად, და პირნი მათნი გინებითა აღავსენ.
12აღმიაროსა, ვითარმედ ძალ-უც მარჯუენესა შენსა?
13არამედ, აჰა, ეგერა, მჴეცნიცა შენ წინაშე თივასა, ვითარცა ზროხანი, ჭამენ.
14აჰა, ეგერა, ძალი მისი წელთა მისთა და ძლიერებაჲ მისი უპესა მუცლისასა
15აღჰმართა ბოლოჲ მისი, ვითარცა საროჲ. ხოლო ძარღუნი მისნი შეთხზულ არიან.
16გუერდნი მისნი გუერდნი რვალისანი და ზურგისძუალი მისი რკინაჲ დასხივებული,
17ესე იგი არს დასაბამად დაბადებისა უფლისა, და შექმნული სამღერელად ანგელოზთა მისთა.
18მოვიდეს მთასა მყარსა მწუერვალსა, ყვის მხიარულებაჲ ოთხფერჴთაჲ. ტარტაროსსა შიდა.
19ქუეშე თითოფერთა ხეთა დაწჳს ჭილსა თანა ლერწამსა და ლელსა.
20აგრილობედ მას ხენი დიდ-დიდნი მორჩითურთ და რტონი აგნისანი ნუ იყოს ღათუ.
21წყლით-რღუნაჲ ვერ აგრძნეს, ესავნ თავსა თჳსსა მი-ღა-თუ-ჰმართის იორდანემან პირსა მისსა.
22თუალსა მისსა შთაიწრიდოს იგი, განდრეკასა მას მისსა განუჴურიტოს ცხჳრი მისი.
23მო-მე-ითრიოა ვეშაპი სამჭედურითა და განიღო ხრატუკი ნიღრსა მისსა?
24ანუ ამოაცუა გრკალი ნიჩურსა მისსა და გრგოლითა განუჴურიტო ბაგე მისი?
25და გეტყოდის შენ ვედრებით, მოქენებით ქუემო? ანუ დადვას აღთქმაჲ შენ თანა.
26და მოიყვანთ იგი მონად საუკუნოდ?
27და ემღერდე მას, ვითარცა მფრინველსა, ანუ შეუკრა იგი ვითარცა სირი ყრმასა?
28განძღენ მით წარმართნი და განიყონ იგი ზღჳსკიდისა ნათესავთა?
29ყოველნი ღათუ მენავენი შეკრბენ, ვერ მოიღონ ერთი ქეცი ბოლოჲსა მისისაჲ და ნავებითა მესათხევლეთათა თავი მისი.
30ანუ დასდვა ჴელი შენი მას ზედა და მოიჴსენო ბრძოლაჲ იგი, რომელი იყო ჴორცთა მისთა ზედა. და ნუღარა იყოფინ.
არა გიხილავსა იგი და არცა სიტყუათა ამათ ზედა დაგიკჳრდების?
Next
არა გიხილავსა იგი და არცა სიტყუათა ამათ ზედა დაგიკჳრდების?