Eleos

Contents

თავი - 14

Previous
1და მოკუდა აბია მამათა მისთა თანა და დაფლეს იგი ქალაქსა დავითისასა. და მეფობდა ასა, ძე მისი, მის წილ და დღეთა ასასიასთა დამშჳდნა ქუეყანა ათ წელ.
2და ქმნა კეთილი სიწრფოება წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა.
და განიშორნა საკურთხეველნი უცხონი და მაღალნი, და შემუსრნა ძეგლები და მოკაფა სერტყები.
3და ჰრქუა იუდასა გამოძიებად უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა, რათა ჰყოფდენ შჯულთა მცნებათა უფლისათა.
4და განაშორა ქალაქთაგან იუდასთა საგებელები და კერპები, და აშენა ქალაქები ზღუდოვანი შენნი, ვითარცა ერთისა მათგანისანი, და იტყოდა კეთილსა მეფისათჳს.
5რამეთუ დამშჳდნა ქუეყანა და არა იყო ბრძოლა მათ წელთა შინა, დაუცხრო მათ უფალმან.
6და ჰრქუა მეფემან ასა იუდას: ვაშენო ქალაქები ესე და მოვადგათ ზღუდე და გოდლები და ბჭეები და მოქლონები, ვიდრე-ესე ქუეყანასა ამას უფლობთ, რამეთუ, ვითარცა გამოვიძიეთ უფალი ღმერთი ჩუენი, გამოგჳძინა ჩუენცა და განგჳსუენა ჩუენ გარემოთაგან და წარგჳმართა ჩუენ.
7და იყო ერი ასასი ჭურვილი და ფაროსანი, რომელთა აქუნდა ფარი და ლახუარი ქუეყანასა იუდისასა სამასი ათასი და ქუეყანასა ბენიამენისასა მშჳლდოსან-კაპარჭოსანი ორას ოთხმეოცი ათასი, ესე ყოველი მბრძოლნი ძლიერებისანი.
8და მოვიდა მათ ზედა ზარე ეთიოპელი ერითა ათასითა ათასეულითა და ეტლებითა სამასითა და მოვიდა ვიდრე მარესადმდე.
9და განვიდა ასა მიგებებად მისა და ეწყო მას ჴევსა მას ჩრდილოთ კერძო მარესასა.
10და ღაღად-ყო ასა უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა და თქუა: უფალო, არა-რა შეუძლებელ არს შენ მიერ განრინებად მრავალთა და მცირეთა და აწ განმაძლიერენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რამეთუ ჩუენ შენ გესავთ და სახელითა შენითა მოვედით სიმრავლესა ამას დიდსა ფრიად; უფალო, ღმერთო ჩუენო, ნუ განძლიერდებინ შენდა მიმართ კაცი
11და მოსრნა უფალმან ეთიოპელნი წინაშე იუდასა და ივლტოდეს ეთიოპელნი.
12და დევნა-უყო ასა და ერმან მისმან ვიდრე გედორადმდე და დაეცნეს ეთიოპელნი, ვიდრე არღარა იყო შეწევნა, რამეთუ შეიმუსრნეს წინაშე უფლისა და წინაშე ძლიერებისა მისისა, და წარმოიღეს ნატყუენავი მრავალი.
13და მოსრეს დაბნები მათი გარემო გედორსა და იყო მათ ზედა განკრთომაჲ უფლისა მიერ და წარმოტყუენეს ყოველი ქალაქები მათი, რამეთუ მრავალი ნატყუენავი იყო მათი
14და კარვები მონაგებთა, და ამაზონელნიცა იგი მოსწყჳდნეს და წარმოასხეს ცხუარი ფრიად და აქლემები მრავალი, და მოიქცეს და მოვიდეს იერუსალიმდ.
Next