თავი - 54
Previous1გაიხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი.
2გააფართოვე შენი კარვის ადგილი და გადაჭიმონ შენი ჩარდახების გადასახურავნი. ნუ დაინანებ, დააგრძელე შენი თოკები და გაამაგრე შენი პალოები.
3რადგან მარჯვნივ და მარცხნივ განივრცობი, შენი მოდგმა ხალხებს დაიმკვიდრებს და უკაცრიელ ქალაქებს დაასახლებენ.
4ნუ გეშინია, რადგან არ შერცხვები; ნუ დაიმალები, რადგან არ იქნები შეგინებული, რადგან დაივიწყებ ყრმობისდროინდელ სირცხვილს და შენი ქვრივობის მოყივნებას აღარ გაიხსენებ.
5რადგან შენი შემქმნელია შენი ქმარი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი; ისრაელის წმიდაა შენი გამომსყიდველი, მთელი ქვეყნის ღმერთად წოდებული.
6რადგან უფალმა მოგიხმო, როგორც ცოლს, გაშვებულს და სულგამწარებულს, როგორც ყრმობისდროინდელ ცოლს, შეძულებულს, ამბობს შენი ღმერთი.
7მცირე ხნით მყავდი მიტოვებული და დიდი შებრალებით შეგკრებ.
8ერთწამს რისხვით დავიფარე სახე შენგან და საუკუნო წყალობით შეგიბრალებ, ამბობს შენი გამომსყიდველი უფალი.
9რადგან ეს ნოეს წყლებია ჩემთვის: როგორც დავიფიცე, რომ აღარ მოვავლენდი ნოეს წყლებს ქვეყანაზე, ასე ვფიცავ, რომ აღარ განვრისხდები შენზე და აღარ დაგემუქრები.
10რადგან მთები შეიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი შენდამი წყალთბა კი არ შეიძვრის და ჩემი სამშვიდობო აღთქმა არ შეირყევა, ამბობს შენი მწყალობელი უფალი.
11დაჩაგრულია, ქარნაცემო, უნუგეშებელო! აჰა, შემოგიშენებ კედლებს ძვირფასი ქვებით და საფუძვლად საფირონს დაგიდებ.
12ლალის ქონგურებს და ელვარე ქვის კარიბჭეებს გაგიკეთეა, მთელი გალავანი პატიოსანი ქვებისგან გექნება.
13შენი ვაჟები, ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების კეთილდღეობა.
14სიმართლით განმტკიცდები, შორს იქნები გასაჭირისგან, რადგან არაფრის შეგეშინდება, და საფრთხისაგან, რადგან არ მოგეკარება.
15კი მოგიხდებიან, მაგრამ არა ჩემგნით; შენი მომხდური შენს წინაშე დაეცემა.
16აჰა, მე შევქმენი მჭედელი, რომელიც უბერავს ცეცხლის მუგუზლებს და ჭედავს იარაღს თავისი ხელობით. მევე შევქმენი დამღუპველი, რომ ანადგუროს.
17ყოველი იარაღი, შენს წინააღმდეგ გამოჭედილი, გაცუდდება და ყოველ ენას, შენს წინააღმდეგ აღმდგარს სამსჯავროზე, გაამტყუნებ. ესაა წილხვედრი უფლის მორჩილთა და მათი გამართლება ჩემგნით, ამბობს უფალი.
Next