ფსალმუნი - 62
Previous1ფსალმუნი დავითისა. იუდას უდაბნოში ყოფნის დროს.
2ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, ცისკრის ჟამიდან გეძებ, სწყურიხარ ჩემს სულს. შენზე ნაღვლობს ჩემი სული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.
3ასე გიხილე წმიდაში, რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი.
4რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ.
5ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის მანძილზე, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.
6ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დამსუყდეს სული ჩემი.
7როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, მთელ ღამეებს ვიფიქრებ შენზე.
8რადგან იყავი დამხმარე ჩემი, შენს ჩრდილქვეშ მოვილხენ.
9შენ მოგტმასნია სული ჩემი; ჩემი საყრდენია მარჯვენა შენი.
10ხოლო ისინი, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებენ, ქვესკნელში შთავლენ.
11მახვილის წერა გახდებიან, მელების კერძი შეიქმნებიან.
12მეფე კი გაიხარებს, ღმერთის მიერ იქება ყველა, ვინც მას ფიცავს, რადგან დაიგმანება ტყუილის მოლაპარაკეთა პირი.
Next