Eleos

Contents

ფსალმუნი - 55

Previous
1გუნდის ლოტბარს, მტრედზე, რომელიც მდუმარებს შორეთში. დავითის საგალობელი, როცა ფილისტიმელებმა შეიპყრეს იგი გათში.
2შემიწყალე, ღმერთო, რადგან გათელვას მიპირებს კაცი, ყოველდღე მავიწროებს მოშუღარი.
3ჩანთქმას მითქვამენ ჩემი მტრები ყოველდღიურად, რადგან მრავალი მეომება, უზენაესო.
4საშიშროების დღეს შენ გესავ.
5ღმერთში ვადიდებ მისსავე სიტყვას, ღმერთზე ვარ მინდობილი - არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი?
6ყოველდღე ამახინჯებს ჩემს სიტყვებს; ბოროტია ყოველი მათი ზრახვა ჩემს მიმართ.
7გროვდებიან, მისაფრდებიან ისინი - ჩემი მდევრები, ჩემს ნაკვალევს უთვალთვალებენ, თითქოსდა ჩემს სულს ელოდებიან.
8ნუთუ ამ სიმრუდეს უნდა გადაურჩნენ? რისხვით დაამხე ერები, ღმერთო!
9ჩემი ხეტიალი გამოთვლილი გაქვს; შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები - აგერ, შენს წიგნშია.
10მაშინ უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ; ეს ვიცი, რომ ღმერთი ჩემთან არის.
11ღმერთში შევაქებ სიტყვას, უფალში შევაქებ სიტყვას;
12ღმერთს მივენდე - არ მეშინია; რას მიზამს კაცი?
13ჩემზეა, ღმერთო, შენი აღთქმები; სამადლობელს მოგიზღავ შენ.
14რადგან იხსენი ჩემი სული სიკვდილისაგან, აგერ, ჩემი ფეხი წაბორძიკებისაგან, რათა ვიარო ღმერთის წინაშე სიცოცხლის შუბით.
Next