Eleos

Contents

ფსალმუნი - 53

Previous
1გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, მოძღვრება დავითისა.
2როცა მოვიდნენ ზიფელნი და უთხრეს საულს: აჰა, დავითი ჩვენთან იმალება.
3ღმერთო! შენი სახელით მიშველე და შენი ძალით გამასამართლე.
4ღმერთო! ისმინე ჩემი ლოცვა, მოაყურადე სიტყვებს ჩემი პირისა.
5რადგან უცხონი აღიძრენ ჩემზე და მოძალადეებმა იძიეს სული ჩემი, არ წარმოიდგინეს ღმერთი თავიანთ წინაშე. სელა.
6აგერ, ღმერთია ჩემი შემწე, ღმერთია ჩემი სულის გამმაგრებელი:
7მან მიაგოს ბოროტება ჩემს მტრებს; შენი ჭეშმარიტებით მოსპე ისინი.
8ნებით შემოგწირავ მსხვერპლს, ვადიდებ შენს სახელს, უფალო, რადგან კარგია.
9რადგან ყოველგვარ გაჭირვებას გადამარჩინა და მტერთა ჩემთა დაცემა იხილა თვალმა ჩემმა.
Next