ფსალმუნი - 146
Previous1ადიდეთ უფალი! რადგან კარგია განდიდება ჩვენი უფლისა, რადგან სასურველია, შეშვენის ქება-დიდება.
2ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას შემოკრებს.
3განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.
4დაიანგარიშებს ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს.
5დიდია უფალი და დიდძალოვანი, მისი გონიერება განუზომელია.
6გაამხნევებს მორჩილებს უფალი, ბოროტეულებს დაამდაბლებს მიწამდე.
7გაეხმიანეთ უფალს სამადლობელით, უგალობეთ ჩვენს ღმერთს ქნარით.
8რომელიც ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს.
9აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბარგყებს, რომელნიც მოუხმობენ მას.
10არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს.
11ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.
Next